ჯონ კირბი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულები ვართ

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ამ ვიზიტით შეშფოთებულები არ ვართ. ის, რის შესახებაც შეშფოთებულები ვართ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

კირბიმ აღნიშნა, რომ შეშფოთება მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ ვიზიტი უკრაინელ ხალხზე მოახდენს გავლენას, არამედ იმითაც, რომ ამან შეიძლება კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე მოახდინოს გავლენა.

„არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკრაინელ ხალხზე მოახდენს გავლენას, რადგან ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისთვის კვლავ გამოიყენება, არამედ იმიტომაც, რომ აქ შეიძლება იყოს გარკვეული ურთიერთგაგება, რამაც შეიძლება კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას 18-19 ივნისს ეწვევა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება