მიგრანტების ორი ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი - დაკარგულად ითვლება

სამხრეთ იტალიის სანაპიროებთან, ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია RESQSHIP-მა განაცხადა, რომ კუნძულ ლამპედუზას მახლობლად ხის ნავიდან 51 ადამიანი გამოიყვენეს და 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გადარჩენილები იტალიის სანაპირო დაცვას გადასცეს, დაღუპულები კი კუნძულზე გადაასვენეს.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავს ლიბიიდან სირიელი, ეგვიპტელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა.

ამასთან, კიდევ ერთი ნავი სამხრეთ იტალიაში, კალაბრიის სანაპიროდან დაახლოებით 125 მილის მოშორებით ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაკარგულად ითვლება, მათგან 26, სავარაუდოდ, ბავშვია.

გაერო-ს სააგენტოების ცნობით, ნავზე, რომელიც თურქეთიდან დაიძრა, მიგრანტები იმყოფებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება