საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გუნდის შემადგენლობაში არიან: თემურ ცხოვრებაძე, ბექა ჯინჭველაძე, ერეკლე თათარაშვილი, არჩილ იაშაღაშვილი, ლეგური ჭიჭინაძე, ნიკა შველიძე, დავით ბოჭორიძე, ნიკა ტაბატაძე, ირაკლი ტაბატაძე, ნიკა გოგლიძე, მიშო მალაციძე და ნიკა გოდერიძე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საუნივერსიტეტო შვიდკაცა რაგბის ტურნირი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა და მასში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობდნენ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, შვიდკაცა რაგბის გუნდი 2002 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და ამ 22 წლის განმავლობაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდის გამარჯვება მწვრთნელების ირაკლი გიორხელიძის, დიმიტრი კალანდაძის და სტუდენტების დაუღალავი შრომის შედეგია. მათი წარმატება კი პირდაპირ უკავშირდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სურვილს ააღორძინოს უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს და შედეგებიც სახეზეა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიზანია საქართველოში რაგბის პოპულარიზაცია. ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და რაგბი ჩვენი თამაშია. მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და შვიდკაცა რაგბის გუნდის მთელ შემადგენლობას. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს“, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სტუ-ის შვიდკაცა რაგბის გუნდის მოთამაშე ნიკა შველიძე დასახელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება