ლიეტუვის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა

ლიეტუვის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში, რათა დავადასტურო ლიეტუვის სეიმის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის გამარჯვებისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიმართ“, - წერს ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი სოციალურ ქსელ X-ში.

ლიეტუვის პარლამენტის სპიკერს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი, ელენა კონდრატიუკი დახვდა.

„ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის და უკრაინა-ლიეტუვის ურთიერთობების მხარდაჭერის მტკიცებულებაა“, - წერს უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს