თინა ბოკუჩავა - ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას - მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის

ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას - მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის საერთო სიასა და გიორგი გახარიას პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ლელო“ მათ პარტიასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას.

მისი შეფასებით, ახლა ოპოზიციური პარტიების ერთიანობაა საჭირო, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებით მანიპულირება არ მოახდინოს.

„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრა, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი ვალია საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე დიდი ერთობის, რადგან ფრაგმენტაცია, დაქუცმაცება და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს არჩევნებით მანიპულირება მოახდინოს. ახლა ამის შესაძლებლობა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის