თინა ბოკუჩავა - კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია - რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ნულის ტოლფასია

კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ არის ნულის ტოლფასი, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების შეკითხვას ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, მმართველი პარტიის პირობებში ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა წარმოუდგენელია.

„ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის განცხადებას, „ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის“ შესახებ, ბოდვა და აბსურდი უწოდა.

„ყველას კარგად ესმის, რომ ეს განცხადება იყო სრული ბოდვა, აბსურდი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს არარელევანტურადაც მიაჩნია პრემიერ-მინისტრს გამოძიების დაწყება. როგორ შეიძლება სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის შემთხვევაში, არარელევანტური იყოს გამოძიება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ტყუოდა და ცდილობდა, რომ მორიგ ჯერზე დეზინფორმაციით და მანიპულაციით ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს