იაგო ხვიჩია - ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ ტარება პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა

ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა, - ამის შესახებ „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ასეთი ტიპის დისკუსიები ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად მათ ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი და ზოგჯერ არასამთავრობო სექტორიც.

„ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა. ისევე, როგორც სპორტული პროცესის დაზიანების მცდელობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიები ამ ქვეყანაში ნაცვლად სერიოზულ თემებზე საუბრისა, ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი, ხან სხვა პარტია ან არასამთავრობო სექტორი. ყველაფერი ეს თავისი შინაარსით არის არა პოლიტიკურად თემის სხვაგან გადატანა, არამედ პოლიტიკის მკვლელობა და სპორტში ვითომ პოლიტიკის ჩანასახის შეტანა. მაგრამ არც სპორტის პოლიტიკა გამოდის და არც ჩვეულებრივი პოლიტიკის გაფუჭება. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესისა და სპორტის გაფუჭება ქართველი ხალხისთვის”, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება