CIU-ში კრიმინალისტიკის ლაბორატორია გაიხსნა

17 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია გაიხსნა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლაბორატორია გახსნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ჭედიამ.

„ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, მტკიცებულებების მოპოვებას, ამოღებას და შენახვას. კრიმინალისტიკის პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში სასწავლო-პრაქტიკულ კურსს უძღვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი და ამავე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსი, თენგიზ სისაური.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი.

ღონისძიებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსმა, თენგიზ სისაურმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კრიმინალისტიკის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე.

ლაბორატორიის გახსნით ღონისძიებაზე, ასევე, შედგა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ძინძიბაძის სახელმძღვანელოს - „სასამართლო ბალისტიკა" - პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება