„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

PSP ფარმაცევტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს.

2024 წლის 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "საქართველოს ბიზნეს ოსკარი".

„განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია. 30 წლის წინ თბილისში, პეკინზე, ბუკიას ბაღთან არსებული ერთი ობიექტით გაიცნო კომპანია მომხმარებელმა. საიუბილეოდ, სრულიად ახალი კონცეფციის ინოვაციური აფთიაქი ფარმაცევტული რობოტითა და პარაფარმაციის გაზრდილი ასორტიმენტით, მომხმარებელს ყიდვის განსხვავებულ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.

სტაბილურად დარგის ლიდერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურად შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს“ -აცხადებენ PSP-ში.

Global Idea-სა და The FlNANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, Golden Brand გავლენიანი და მნიშვნელოვანი ჯილდოა საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას. წელს მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დაჯილდოვდა. „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესის წამყვანი სპეციალისტები და მომხმარებლები განვლილი წლის განმავლობაში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საუკეთესო კომპანიებს ავლენენ.

წლების განმავლობაში PSP აღიარებულია ფარმაცეტულ სფეროს N1 და დარგის ლიდერ კომპანიად.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო