GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლეს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 - ის ახალი მიმართულებები და სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით აგრიტექნოლოგიების კუთხით.

„უახლოეს მომავალში, ისრაელის მთავრობის დაფინანსებით, დაიგეგმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში, რომელიც ჯიტასთან ერთად ქართულ სტარტაპებსა და უნივერსიტეტებს გააერთიანებს. ვიზიტის მიზანი ინოვაციების ეკოსისტემაში გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პარტნიორობის შესაძლებლობას „Horizon Europe“-ში ერთობლივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება