რობინ დანიგანი - ვაპირებ ქართველი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით აშშ-ში ჩავიდე - ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, შემდეგ კვირას ქართველი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით ვაშინგტონში გაემგზავრება.

როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, ვიზიტის მიზანია ორმხრივი ბიზნესკავშირების გაღრმავება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის.

„მომავალ კვირას ან ამ შაბათ-კვირას ვაპირებ ჩავიდე შეერთებულ შტატებში, 40 ქართველი ბიზნესმენის, 20-ზე მეტი კომპანიის, ქართული კომპანიებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, რათა ისაუბრონ შეერთებულ შტატებში ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე. შეხვედრა შედგება შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანთან, შეხვედრა იქნება თეთრ სახლში, მე ამას ვაკეთებ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები აბსოლუტურად აუცილებელია. გუშინ საღამოს შევხვდი ამ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ემზადებიან წასასვლელად და შეერთებულ შტატებში თანამოსაუბრეებთან ამ მართლაც შესანიშნავი შეხვედრების გამოსაყენებლად. ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს - მეტი ინვესტიცია აქ შეერთებული შტატების კომპანიების მიერ და მეტი ინვესტიცია შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება