საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები პრესკონფერენციას გამართავენ

19 ივნისს, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები ნიკოლოზ წიქარიძე და გიორგი ბიძინაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციის თემა არქეოლოგიური ნებართვების კანონიერი მოთხოვნის უპასუხოდ დატოვებაა, რაც მკვლევარების განცხადებით, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად და პროფკავშირული ნიშნით დევნად ფასდება.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფერხდება საერთაშორისო კვლევები, ზიანდება ძეგლები და ილახება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაცია და სუვერენიტეტი.

„არქეოლოგიურ ძეგლებზე არქეოლოგიური საქმიანობის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვება კანონდარღვევაა. ძეგლებზე შეჩერებული სამუშაოს გამო, ეროზიის შედეგად იშლება კულტურული ფენები და იკარგება მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, რაზეც პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება.

მოვითხოვთ, კანონის შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცეს ნებართვები ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსში ნიკოლოზ წიქარიძის, ხოლო ოროზმანში გიორგი ბიძინაშვილის სახელზე“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება