"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები "ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" კლინიკურ პრაქტიკას გადიან

"ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 10 ქართველი სტუდენტი, "გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ პრაქტიკას გადიან.

ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს. მათი ცნობით, დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტები "ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში" სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ. „სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით გადიან სტაჟირებას, რაც ხელს უწყობს მათი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას და ცოდნის გაღრმავებას. ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ პრაქტიკას გადიან სტუდენტები: * მარიამ გოგუაძე * მარი წენგუაშვილი * ლიზი მაღნარაძე * ვაჟა ზარიძე * გურამი მეგრელიშვილი * ნესტანი პაკელიანი * სოფიკო კინწურაშვილი * მაგდა იაკუბიძე * მარიამ თუნგია * ლუკა ლაცაბიძე "ევროპის უნივერსიტეტი" აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა კლინიკებთან. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა, რომ მსგავს გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება