ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურას უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ განაცხადეს.

რუტემ ორბანისადმი წერილში დაუდასტურა მას, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, ის პატივს სცემს ალიანსის ახლანდელ ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან, მიღწეულ შეთანხმებებს იმის თაობაზე, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ არც დაბლოკავს მათ.

რუტეს წერილი ორბანმა “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მარკ რუტეს კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

“ბრიუსელში ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ სრულად უჭერს მხარს ამ შეთანხმებებს და გააგრძელებს ამის კეთებას, თუ ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. მისი დაპირების გათვალისწინებით უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე”, - წერს ორბანი.

ცნობისთვის, იმავე დღეს, 18 ივნისს, რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ სატელევიზიო ეთერში გამოაცხადა.

ამდაგვარად, მარკ რუტე ნატოს მომდევნო გენერალური მდივნად რომ იქნას არჩეული, თავისი კანდიდატურა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა უნდა მოხსნას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს უკვე აქვს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება