ოლაფ შოლცი - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს.

ვიტენბერგში, ამ მიწების მთავრობების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ შარშან "შორსმიმავალი გადაწყვეტილებები" მიიღეს, რომელიც ძალაში მალე შევა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, - განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა გერმანიაში მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე.

საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, რაინერ ჰაზელოფმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას ვოლმირშტედტში დანით განხორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ დეპორტაციის პრაქტიკაზე სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.

„ხალხი ახლა თავს დაცულად არ გრძნობს“, - აღნიშნა რაინერ ჰაზელოფმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაზე გავლენიანი პარტია გახდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება