ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

რუსეთი ებრძვის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ, აშშ-ისა და მისი თანამგზავრების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ “, - აღნიშნა პუტინმა.

მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.

პუტინის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ეფუძნება თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“, - რუსეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს