მიხეილ დაუშვილი - თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებული იყოს

თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებული იყოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე.

„ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ვსაუბრობთ - ეს სწორია, გასაკეთებელია და არავითარი პრობლემა არ არის, პირიქით მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტს და ანაკლიის პორტში ჩინური მხარის მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ესეც ნორმალურია, რომ ისინი მონაწილეობენ. პრობლემა იმაშია, რომ თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებული იყოს. ანუ, წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე - ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თორემ თუ ანაკლიამ ჩინური ტვირთი უნდა გაატაროს, ეს ტვირთი ხომ სადღაც და დასავლეთში მიდის? ამიტომ ყველაზე სწორი და დაბალანსებული და მომგებიანი ეს პროექტი მაშინ იქნება, თუ მასში იქნება ორმხრივად და ძლიერი მონაწილეობა როგორც ჩინეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან. პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ აქ გვყავს ჩინეთი, მაგრამ არ გვყავს დასავლური მხარე. სამწუხაროდ, ამან შეიძლება გარკვეული საკითხები წარმოშვას ამ პროექტთან დაკავშირებით”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება