იაგო ხვიჩია - გვეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან რას ჩადიან - გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო

გვეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან რას ჩადიან - ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა პირიქით არის, სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო, - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ გვეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან რას ჩადიან. რომლებიც ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა პირიქით არის - სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო. საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდნენარამედ პირიქით იყო და ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი მართლა უნდა შეგეცოდოს - ასეთი დამოკიდებულებით ვარ ჩვენი კოლეგების მიმართ სამწუხაროდ”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება