გიგი წერეთელი - „ქართული ოცნება“ კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან აღრმავებს და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

„ქართული ოცნება“ კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან აღრმავებს და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი განმარტებით, როდესაც ამერიკის ელჩი განცხადებას აკეთებს, ის მისი სახელმწიფოს სახელით საუბრობს.

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გულდაწყვეტა და კრიტიკული დამოკიდებულებაა ამ განცხადებებში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ვითარებამდე „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა მიიყვანა.

საუბარია დახმარების გადახედვაზე, სანქციებზე, ასევე არაკეთილმოსურნეებთან კავშირების გაღრმავებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანცირებაზე, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება