რატი იონათამიშვილი - სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს

სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატის განმარტებით, მას წინა კვირაში ნიუ - იორკში მაღალი დონის, მეგობრული შეხვედრები ჰქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებზე და პროგრესზე ისაუბრეს, რაც საქართველოშია.

„სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს. პირადად მე წინა კვირაში ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა, მათ შორის ნიუ - იორკში, გაეროში არამხოლოდ გაეროს უმაღლეს წარმომადგენლობასთან, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველთან შშმ პირების საერთაშორისო უფლებების საკითხებში. ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან, ვინც შშმ პირების პროგრამების მიმართულებით კანონის უზენაესობაზე მუშაობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ასევე იყო მისაწვდომობის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც აშშ-ში ზუსტად შშმ პირთა უფლებების და მისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობს. ჩვენ ძალიან მეგობრული შეხვედრები გვქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებზე და პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს”, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი