ასობით მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა.

მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, კომპანიების თანამშრომლები, მოქალაქეები და უცხოელი სტუმრები.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: გარემოს დასუფთავების მიმართულებითსადაგისინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მოხალისეები, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ვერთიანდებით ერთი მიზნის გარშემო - დავალაგოთ და ვიზრუნოთ გარემოზე. რა თქმა უნდა, „თეგეტამათ გვერდითაა, ვინც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ჩვენთან ერთად იზიარებს.

თეგეტაუკვე მეორე წელია, მონაწილეობს ეკოფესტში, თუმცა ეს წელი განსაკუთრებულია - ამჯერად კომპანიის თანამშრომლებსაც მივეცით შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დასუფთავების საქმეში. გვჯერა, რომ ინდივიდუალურად მსგავს აქტივობებში თანამონაწილეობას თავისი წვლილი შეაქვს იმ კუთხით, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურ ეკოჩვევად ვაქციოთ“.

ისევე, როგორც გასულ წელს, დასუფთავების ფესტივალში ამჯერადაც ჩაერთო „თეგეტა გრინ პლანეტი“. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით 2022 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.

„თეგეტა გრინ პლანეტში“ აცხადებენ, რომ სხვადასხვა სექტორის ჩართულობა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტისდირექტორი: სიამოვნებით დავუჭირეთ მხარისადაგისინიციატივასტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას.

თეგეტა გრინ პლანეტისთვისუმნიშვნელოვანესი საკითხია ნარჩენების ეფექტიანი მართვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. როცა მსგავს აქტივობაში მოქალაქეებიც მონაწილეობენ, გარემოზე ზრუნვის იდეა პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს. ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა“.

ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მოხალისეების თბილისიდან ბაკურიანამდე ტრანსპორტირება „სადაგმა“ უზრუნველყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია სამი წელია არსებობს და თვეში რამდენჯერმე ალაგებს სხვადასხვა ტერიტორიას. ორგანიზაციის ინიციატივით, ბაკურიანის დასუფთავების ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.

მაია მესტუმრე, „სადაგისმარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: წლევანდელი ფესტივალი დაბა ბაკურიანისა და მის მიმდებარედ ტყეების, მინდვრებისა და გზისპირების დასუფთავებას მოიცავდა. როცა ეკოფესტის ორგანიზების იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო, ადგილობრივებისა თუ დამსვენებლებისთვის გვეჩვენებინა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ ჩადიან ბაკურიანში და მზად არიან, სხვისი დაყრილი ნარჩენი აიღონ. ამ მაგალითით სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი, პროცესს შემოერთებოდნენ.

შარშან ასობით მოხალისე ჩაერთო ფესტივალში და აქტივობა წელსაც ძალიან მაღალი იყო. გვიხარია, რომ არაერთ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა და ისინი მზად არიან, ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე დაალაგონ და მოუარონ ამ ქვეყანას.

მჯერა, რომ თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს ქვეყნის დალაგებაზეც და სისუფთავის შენარჩუნებაზეც. ჩვენი მიზანიც ესაა: ადამიანებმა მეტად დაიწყონ ფიქრი ეკოლოგიაზე და გააცნობიერონ, რომ დაგდებული ერთი ნაყინის ქაღალდი თუ პლასტიკის ბოთლი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე“.

ეკოფესტში 400-მდე მოხალისე მონაწილეობდა. შეგროვდა 86,500 ლიტრზე მეტი ნარჩენი. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ორდღიანი ფესტივალი, დალაგებასთან ერთად, სახალისო შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავდა, მათ შორის, სემინარს გარემოს დაცვის საკითხებზე, ცოცხალ კონცერტს, ბარბექიუს და სხვა.

ფესტივალის მიზანი წელსაც უცვლელია: მოქალაქეებს შეახსენოს არდანაგვიანების მნიშვნელობა და ჩამოუყალიბოს გარემოს დაცვისა და დასუფთავების ჩვევა; დაეხმაროს მათ გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ჩვენგანის როლის გაცნობიერებაში.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ასობით მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა.

მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, კომპანიების თანამშრომლები, მოქალაქეები და უცხოელი სტუმრები.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: გარემოს დასუფთავების მიმართულებითსადაგისინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მოხალისეები, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ვერთიანდებით ერთი მიზნის გარშემო - დავალაგოთ და ვიზრუნოთ გარემოზე. რა თქმა უნდა, „თეგეტამათ გვერდითაა, ვინც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ჩვენთან ერთად იზიარებს.

თეგეტაუკვე მეორე წელია, მონაწილეობს ეკოფესტში, თუმცა ეს წელი განსაკუთრებულია - ამჯერად კომპანიის თანამშრომლებსაც მივეცით შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დასუფთავების საქმეში. გვჯერა, რომ ინდივიდუალურად მსგავს აქტივობებში თანამონაწილეობას თავისი წვლილი შეაქვს იმ კუთხით, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურ ეკოჩვევად ვაქციოთ“.

ისევე, როგორც გასულ წელს, დასუფთავების ფესტივალში ამჯერადაც ჩაერთო „თეგეტა გრინ პლანეტი“. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით 2022 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.

„თეგეტა გრინ პლანეტში“ აცხადებენ, რომ სხვადასხვა სექტორის ჩართულობა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტისდირექტორი: სიამოვნებით დავუჭირეთ მხარისადაგისინიციატივასტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას.

თეგეტა გრინ პლანეტისთვისუმნიშვნელოვანესი საკითხია ნარჩენების ეფექტიანი მართვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. როცა მსგავს აქტივობაში მოქალაქეებიც მონაწილეობენ, გარემოზე ზრუნვის იდეა პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს. ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა“.

ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მოხალისეების თბილისიდან ბაკურიანამდე ტრანსპორტირება „სადაგმა“ უზრუნველყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია სამი წელია არსებობს და თვეში რამდენჯერმე ალაგებს სხვადასხვა ტერიტორიას. ორგანიზაციის ინიციატივით, ბაკურიანის დასუფთავების ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.

მაია მესტუმრე, „სადაგისმარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: წლევანდელი ფესტივალი დაბა ბაკურიანისა და მის მიმდებარედ ტყეების, მინდვრებისა და გზისპირების დასუფთავებას მოიცავდა. როცა ეკოფესტის ორგანიზების იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო, ადგილობრივებისა თუ დამსვენებლებისთვის გვეჩვენებინა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ ჩადიან ბაკურიანში და მზად არიან, სხვისი დაყრილი ნარჩენი აიღონ. ამ მაგალითით სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი, პროცესს შემოერთებოდნენ.

შარშან ასობით მოხალისე ჩაერთო ფესტივალში და აქტივობა წელსაც ძალიან მაღალი იყო. გვიხარია, რომ არაერთ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა და ისინი მზად არიან, ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე დაალაგონ და მოუარონ ამ ქვეყანას.

მჯერა, რომ თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს ქვეყნის დალაგებაზეც და სისუფთავის შენარჩუნებაზეც. ჩვენი მიზანიც ესაა: ადამიანებმა მეტად დაიწყონ ფიქრი ეკოლოგიაზე და გააცნობიერონ, რომ დაგდებული ერთი ნაყინის ქაღალდი თუ პლასტიკის ბოთლი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე“.

ეკოფესტში 400-მდე მოხალისე მონაწილეობდა. შეგროვდა 86,500 ლიტრზე მეტი ნარჩენი. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ორდღიანი ფესტივალი, დალაგებასთან ერთად, სახალისო შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავდა, მათ შორის, სემინარს გარემოს დაცვის საკითხებზე, ცოცხალ კონცერტს, ბარბექიუს და სხვა.

ფესტივალის მიზანი წელსაც უცვლელია: მოქალაქეებს შეახსენოს არდანაგვიანების მნიშვნელობა და ჩამოუყალიბოს გარემოს დაცვისა და დასუფთავების ჩვევა; დაეხმაროს მათ გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ჩვენგანის როლის გაცნობიერებაში.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის