კახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე - მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან

თბილისის მერ კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. მის უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად, მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზანის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Designa Individual-ის საკოლექციო მოდელი სულ 17 ერთეული დამზადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს