ევროკავშირის ელჩი - საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს

ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

„ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს, ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. საია ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭიროება და ასევე, საია ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაშიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საიას მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ. ასევე, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი