სერგეი ლავროვი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი ხელმომწერი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეებმა ერთმანეთს დახმარება გაუწიონ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, დღეს ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება