ანონსი  20 ივნისი

20 ივნისს, 09:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

20 ივნისს, 10:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულ დავით ფარადაშვილთან ერთად, 20 ივნისიდან 5 წლის თავზე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ფარადაშვილის და სხვა დაზარალებულების მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან დანაშაულებრივი გულგრილობა და დაზარალებულების მარტო მიტოვება“.

მის: ჯანდაცვის სამინისტრო

საკონტაქტო: გიორგი დიაკონიძე - ‪ 597 97 59 98

20 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

20 ივნისს 11:00 საათზე, პარტია „დროას“ წევრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები“.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა

20 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: ფასების კლება საერთაშორისო ბაზრებზე და ტენდენციის გავლენა საქართველოზე; ბენზინის იმპორტის განახლება რუსეთიდან; პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით; აზერბაიჯანის მიერ ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოების დაწყების და საქართველოსთვის შესაძლო მოწოდების საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ექსპერტებთან და პარტია „ლელოს“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

თემა: „ანაკლია - კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და ანაკლიის პორტი“.

20 ივნისს, 13:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მაჩალიკაშვილის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური უარს აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების განახლებაზე.

მის: ი.აბაშიძის 12ბ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისი

საკონტაქტო პირი: ანასტასია რაიკი, 597 11 44 72

20 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოსამართლე გია ბერაიას თავმჯდომარეობით, რესტორან „ურმულის“ პირვანდელ მფლობელ, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საქმის განხილვას გააგრძელებს.

მის: გრ. რობაქიძის გამზ N7ა, დარბაზი N21

საკონტაქტო: 599 291202

20 ივნისს, 19:00 საათზე, ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს.

მის: კრწანისის ქ.51 (ბრიტანეთის საელჩო)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო