თათია ნიკოლაშვილმა და ბარბარა ჯიმელმა დანიის პარლამენტში OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ბარბარა ჯიმელმა, დანიის პარლამენტში OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, კონფერენციაზე ძირითადი საკითხები იყო გლობალური გამოცდილება, საშუალებები და მეთოდები ქალთა გაძლიერების მიზნით, წარმომადგენლობა და გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაში.

„OSCE/ODIHR-ის ეგიდითა და DIPD-ის მხარდაჭერით დანიის პარლამენტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე - თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა პოლიტიკაში.

150 მონაწილე, რვა სხვადასხვა ქვეყნიდან გაეცნო უკანასკნელ კვლევებს და ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.

შეხვედრაზე ვიმუშავეთ პარტიის კონკრეტულ სტრატეგიებზე, მეთოდებზე და გამოწვევებზე. დანიურმა პარტიებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება დემოკრატიისა და ქალთა გაძლიერების კუთხით. ასევე, შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიის რამდენიმე რაუნდი, რომლის საფუძველზეც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელმა პარტიებმა დაისახეს ინდივიდუალური და საერთო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება