თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე - რუსეთს კოალიციის შეკრება სურს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი მიანიშნებს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან, კერძოდ ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, სირიასთან და გარკვეულწილად ჩინეთთან, კოალიციის შეკრება სურს.

„რაც შეეხება პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ფხენიანში, აშკარაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორობის გაფართოებაზე. რუსეთის უახლოესი პარტნიორები მსოფლიოში გახდნენ ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სირია და, გარკვეულწილად, ჩინეთი, რომელიც მართალია რუსეთს არ აწვდის იარაღს, მაგრამ აგზავნის ორმაგი დანიშნულების მრავალ პროდუქტს მოწინავე იარაღის სისტემების წარმოებისთვის. ეს არის, ფართო გაგებით, კოალიცია, რომელსაც რუსეთი აყალიბებს. მაგრამ შეადარეთ ის 50 ქვეყნის კოალიციას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში და შემდეგ დაახლოებით 100 ქვეყნის კოალიციას, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს წესდების პრინციპებს შვეიცარიაში და აშკარა კონტრასტს დაინახავთ“, - აღნიშნა კარპენტერმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება