იენს სტოლტენბერგი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული პაქტი აჩვენებს, რომ ავტორიტარული ძალები სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვის პაქტი აჩვენებს ავტორიტარულ ძალებს შორის მზარდ დაახლოებას და ხაზს უსვამს დემოკრატიების ერთიანი ფრონტის მნიშვნელობას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ინს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის განმარტებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მიაწოდა უზარმაზარი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ხოლო ჩინეთი და ირანი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედრო დახმარებას უწევენ.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო ახლოვდებიან. ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთს ისე, როგორც აქამდე არ გვინახავს. როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და რუსეთი - სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ქვეყნები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლებისა და დემოკრატიის“, - აღნიშნა ნატო-ს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის