რუსეთის საგარეო უწყება - დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით მიდიან - ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

სამხრეთ კავკასიაში დასავლური დღის წესრიგი რეგიონის ქვეყნების ინტერესებს ყოველთვის არ შეესაბამება, - ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი პარიზსა და ერევანს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას.

„არარეგიონული ძალები სამხრეთ კავკასიაში საკუთარი დღის წესრიგით მიდიან, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის არ შეესაბამება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესებს. დღეს დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში მიდიან ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში. მიგვაჩნია, რომ რეგიონული უსაფრთხოების ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფა შესაძლებელია შესაბამისი რეგიონის სახელმწიფოების ძალისხმევით“, - განაცხადა გალუზინმა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, სომხეთმა საფრანგეთთან ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების შესაძენად კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება