ოთარ შამუგია - წელს ველოდებით კარგ მოსავალს ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბზვანში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ქართული დაფნა“ გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიას „ქართული დაფნა“ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად დაახლოებით 200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს.

„დაფნის გაშენებაზე მზარდია მოთხოვნა, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით. მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში, უკვე განხორციელებულია 20 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც რეკორდული მაჩვენებელია; ექსპორტის დიდი წილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად, ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ. ვფიქრობ, წარმატებული წელი გვექნება; რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდით ვართ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრ წარმატებულ საწარმოსა და მეურნეობას შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამებმა დაფინანსების კუთხით.

საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 6 მლნ ლარს აღემატება, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 269 საწარმოს შექმნა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება