დანიელ ჰაგარი - „ჰამასის“ გაქრობის საქმე - უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა - „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია.

„ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე - უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა. „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული - ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა „ომის ერთ-ერთ მიზნად „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება განსაზღვრა და ისრაელის თავდაცვის ძალები, რა თქმა უნდა, ამის მიმართ ერთგულია“.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ არმია ერთგულია მთავრობის განცხადებული ომის მიზნების, მათ შორის „ჰამასის“ მმართველობისა და სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიმართ და რომ ჰაგარიმ ინტერვიუში ისაუბრა “ჰამასის“, როგორც იდეოლოგიისა და იდეის აღმოფხვრაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება