SOLO-ს,Visa-ს და Bolt-ის შეთავაზება ქართველ გულშემატკივრებს UEFA EURO 2024-ის ფარგლებში

22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დღეს, SOLO მომხმარებლებს, SOLO Visa ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა ექნებათ, ჰამბურგში, ქალაქის მასშტაბით Bolt-ით მგზავრობისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„SOLO, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ქომაგი, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერას განაგრძობს.

30 წელზე მეტია, ქართველი ქომაგები საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე გასვლას ელოდებიან. ქართველი სპორტსმენების დამსახურებით, წელს პირველად, საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და F ჯგუფში მოხვდა.

პირველი შეხვედრა ნაკრებმა 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართა. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ემზადება.

იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებსაც გასცდენოდა, 22 ივნისს, საქართველო-ჩეხეთის მატჩის დღეს, SOLO მომხმარებლებს, SOLO Visa ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა ექნებათ, ჰამბურგში, ქალაქის მასშტაბით Bolt-ით მგზავრობისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება