საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - „ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს

„ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

„ხელისუფლების სათავეში „ეროვნული გაერთიანების“ მოსვლა ევროკავშირის დაბლოკვას, „Frexit“-ის დასაწყისსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს“, - განაცხადა გაბრიელ ატალმა.

გუშინ, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემას მხარს არ დაუჭერს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მისი ცენტრისტული ალიანსის დამარცხების შემდეგ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება