„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონტენტ მენეჯმენტის კურსი 6 ლექციისგან შედგება და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნით სრულყოფილად წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი ან სერვისი სოციალურ მედიაში და სასურველ აუდიტორიას მისწვდნენ.

„ფინანსური ინსტიტუტი ამ მიზნით ავითარებს უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე საინტერესო და მოთხოვნად საკითხებზე კურსებია განთავსებული. პლატფორმა მუდმივად ახლდება და ახლა ჯამში სხვადასხვა თემატიკის 46 კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომი. ახლახან მათ სიას შეემატა კონტენტ მენეჯმენტის კურსი, რომელსაც „ესერთი კონტენტ სტუდიოს“ დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება.

კონტენტ მენეჯმენტის კურსი 6 ლექციისგან შედგება და ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნით სრულყოფილად წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი ან სერვისი სოციალურ მედიაში და სასურველ აუდიტორიას მისწვდნენ.

კონტენტ მარკეტინგის ბიზნეს კურსი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა დამწყები ბიზნესებისთვის; კონტენტის ფორმატები და მათი დანიშნულება სხვადასხვა ციფრულ არხში; კონტენტის სტრატეგიის შედგენა; მინი კონტენტ კამპანიის დაგეგმვა და მისი შემადგენელი ნაწილები; მარტივი აპლიკაციები კონტენტის შესაქმნელად; კონტენტის ტენდენციები და გასათვალისწინებელი ფაქტორები.

„საქართველოს ბანკი მუდმივად იკვლევს მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებს, ისმენს მათ მოთხოვნებსა და სურვილებს, საპასუხოდ კი ქმნის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევები სათანადო ცოდნით გადალახოს. აღნიშნული კურსი ბიზნესებს კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობას გააცნობს და მისცემს საბაზისო უნარებს ამ სფეროში ნავიგაციისთვის. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვავითარებთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის“, - აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

კურსზე რეგისტრაციის გავლისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს Businesscourse.ge.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო