Hotsale.ge ტრეიდინგისა და ინვესტიციების პირველი ფორუმის პარტნიორია

დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა Hotsale.ge ტრეიდინგისა და ინვესტიციების პირველი ფორუმის პარტნიორია.

ღონისძიება 29 ივნისს 12 საათზე სასტუმრობილტმორში“ კომპანიატრეიდერების ჰაბის“ ორგანიზებით გაიმართება. ფორუმის მთავარი მიზანია, ყოველწლიურ ტრადიციად აქციოს ფინანსური ბაზრების მხარდაჭერა, ამ თემის ირგვლივ კვალიფიციური სპიკერების მოწვევა და პანელური დისკუსიების გამართვა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის: ტრეიდერების ჰაბის კურსდამთავრებულები, მოქმედი ტრეიდერები, უნივერსიტეტები, სკოლები, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზეტრეიდერების ჰაბისმიერ გამოვლინდება კომპანიები, რომლებიც 2023-2024 წლებში აქტიურად უჭერდნენ მხარს დარგის განვითარებას.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიაც, რომლის მთავარი თემაა „ფინანსური ბაზრების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“. დისკუსიის მონაწილე კომპანიები არიან: „ტრეიდერების ჰაბი“, Citypay.io, „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“, „ბაქსვუდის სკოლა“ და Deriv.com.

ტრეიდერების ჰაბის შესახებ: ის არის პირველი ფინანსური საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომლის მთავარი მიზანია, შეასწავლოს მსურველებს ფინანსურ ბაზრებზე სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით როგორც ტრეიდინგი, ასევე ინვესტიციები. სწავლება მიმდინარეობს სამ ძირითად ბაზარზე, როგორიცაა: საფონდო, სავალუტო და კრიპტო ბირჟები.

Hotsale.ge-ს შესახებ: დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ყოველწლიურად ერთვება მთავარ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას. Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.

Hotsale.ge კომპანიებს აკავშირებს ათასობით და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება