ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ჩილეს სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის მატარებელი საცდელ რეისს ასრულებდა, როდესაც კერძო სარკინიგზო კომპანიის სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

„ჩვენ გამომწვევი მიზეზები უნდა დავადგინოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ“, - განაცხადა ჩილეს ტრანსპორტის მინისტრმა, ხუან კარლოს მუნიოსმა.

ავარიის მიზეზის დასადგენად ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს