ევროკავშირმა და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება ერთი წლით გაახანგრძლივეს

ევროკომისიამ და უკრაინამ ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება, რომელიც უკრაინული ტვირთის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება.

„უკრაინამ და ევროკომისიამ ერთი წლით გაახანგრძლივეს შეთანხმება სატვირთო ტრანსპორტის ლიბერალიზაციის შესახებ, 2025 წლის ბოლომდე ავტომატური გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირის ზონაში ინტეგრაციის, უკრაინის ექსპორტისა და ევროკავშირის იმპორტის გაზრდისკენ, ეკონომიკისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ“, - წერს შმიგალი სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინამ და ევროკავშირმა ტვირთების ტრანსპორტირების ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი 2022 წლის 29 ივნისს მოაწერეს და მას ყოველწლიურად აახლებენ.

შეთანხმება აუქმებს უკრაინული გადამზიდავებისთვის ევროკავშირში ორმხრივი და სატრანზიტო ტრანსპორტირების შესაბამისი ნებართვების მოპოვების მოთხოვნას. ამ რეჟიმის დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს