დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ორგანიზებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტი იუწყება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა გავრცელებული დაავადებების რისკებსა და მათ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

,,ავერსის კლინიკის" მეან-გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა მამოლოგმა და ონკოლოგმა დამსწრე საზოგადოებას გავრცელებული დაავადებების რისკებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.

მედიკოსებმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს ასევე მისცეს რჩევები, თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რათა მოხდეს ავადმყოფობის დროული გამოვლინება. შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება