ნინო წილოსანი ტაჯიკეთის ქალ პარლამენტართა ალიანსისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ტაჯიკეთის ქალ პარლამენტართა ალიანსისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის ქალ პარლამენტართა ალიანსისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარ თემას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

„დელეგაციის წევრებს გავაცანით ჩვენი წარმატებული გამოცდილება გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, როგორც საკანონმდებლო ისე აღსრულების ნაწილში. ასევე, ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება