ახალგაზრდები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

ახალგაზრდები პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისინი, კიდევ ერთხელ, გააპროტესტებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა „რუსული ორბიტისკენ გადახარა“.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა.

მსვლელობაზე აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს ძველი დროშები, სხვადასხვა ბანერები და პლაკატები, რომელზეც გამოსახულია ილია ჭავჭავაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და სხვები.

მსვლელობაზე ისმის შეძახილები - "საქართველოს გაუმარჯოს", "არა რუსულ რეჟიმს". მსვლელობის ფარგლებში აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა, ამიტომ მომიტინგეები საფეხმავლო გზით გადაადგილდებიან. ადგილზე იმყოფებიან მოძრაობა"დაფიონის" წარმომადგენლები, რომლებიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან.

"ხელისუფლება რამდენჯერაც არ უნდა ეცადოს, საქართველოს ვერ გაარუსებს. ამ აქციაზე ძველი წითელი დროშები და ეროვნული სიმბოლიკები სწორედ ამიტომ მოვიტანეთ. "ქართული ოცნება" რუსეთის ფილიალია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ეროვნულობის მათგან დაცვა სწორედ "გავრილოვის ღამეს" დაიწყო. ქართული ერის ფუნდამენტური თავისუფლება სწორედ ევროინტეგრაციაშია" , - განაცხადა "დაფიონის" წევრმა ზვიად ცეცხლაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი