დიდიე ტღებიუკი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

დიდიე ტღებიუკმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალმა მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი ოფიციალურად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტღებიუკმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს მზადყოფნა, განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე.

,,ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში გაეროს გუნდის ხელმძღვანელობა. მოუთმენლად ველი ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და თითოეული ადამიანისთვის უფრო სამართლიანი, მდგრადი და მშვიდობიანი მომავლის აშენებას“, - განაცხადა ტღებიუკმა.

მანამდე, დიდიე ტღებიუკმა რწმუნებათა სიგელის ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას გადასცა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, მასპინძელი მთავრობის თანხმობით, ფრანგი დიდიე ტღებიუკი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორად 17 ივნისს დანიშნა.

დიდიე ტღებიუკს გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, სოციალური საკითხების, მშვიდობისა და განვითარების, კრიზისების პრევენციისა და ჰუმანიტარულ სფეროებში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო დროს მუშაობდა გაეროს მუდმივ კოორდინატორად ბარბადოსსა და აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნებში, სადაც გაეროს 20-ზე მეტი სააგენტოს, ფონდისა და პროგრამისგან შემდგარ ქვერეგიონულ გუნდს ხელმძღვანელობდა 10 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

დიდიე ტღებიუკი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ბრაზილიაში, ხოლო პერუსა და გაიანაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. აგრეთვე, მუშაობდა ინდოეთში გაეროს განვითარების პროგრამის კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ხელმძღვანელად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობის დაწყებამდე ტღებიუკი საფრანგეთის წითელი ჯვრის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კოლუმბიასა და ეკვადორში. ის ასევე მუშაობდა ორგანიზაციაში „ექიმები საზღვრების გარეშე“ (Médecins Sans Frontières) ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, მანამდე კი - საფრანგეთში, კერძო სექტორში.

ტღებიუკმა დაამთავრა ლონდონის იმპერიული კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი) და ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს მდგრადი განვითარების მიმართულებით, სპეციალობით – გარემოსდაცვითი ეკონომიკა. მას ასევე მოპოვებული აქვს ბიზნესადმინისტრირების და მართვის მაგისტრის ხარისხი საფრანგეთის მართვის ინსტიტუტიდან (Institut Français de Gestion), საფრანგეთი.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა