პრემიერი - სრული ფარსი იყო კამპანია,  რომელიც საქართველოში გაიშალა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი ამის მკაფიო დადასტურებაა - როდესაც კანონს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აკრიტიკებ, ეს სამარცხვინოა

ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ.

„ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში გაიშალა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი ამის მკაფიო დადასტურებაა. უბრალოდ სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში ვიხილეთ. როდესაც კანონს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აკრიტიკებ, ეს არის სამარცხვინო“ , - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება