ირაკლი კობახიძე - ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს - ჩვენ რა თქმა უნდა,  მზად ვართ ალიანსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის

ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის.

„ნატო-ს გაფართოებაზე კეთდება საჯარო განცხადებები ნატო-ს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა, უნდა მზად ვართ ნატო-სთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება