ალექსი პეტრიაშვილი - აშშ-ის ელჩმა ყველაფერს ძალიან მკაფიოდ დაარქვა თავისი სახელი - ნურავის ექნება ილუზია, რომ ელჩები საკუთარ განწყობებს იმპროვიზირებენ

„ხალხის ძალის“ განცხადება ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის გზავნილია. სხვადასხვა მოლაპარაკე თავებით ივანიშვილი აგრძელებს თავის პოლიტიკას, - ამის შესახებ “დროას“ წევრმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პეტრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა ინტერვიუსას ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და დაადასტურა, რომ სანქციები უკვე მიღებულია.

„აშშ-ს ელჩმა დაადასტურა ის, რაზეც ამდენი ხანი ბიძინას წარმომადგენლები, მაგალითად, კალაძე, აცხადებდნენ, რომ არანაირი სანქციები არ არსებობსო, ცდილობდნენ, ამის გაუბრალოებას - შემხვედრი დეზინფორმაციით ხალხისთვის ნაცრის შეყრას. აშშ-ს ელჩმა ყველაფერს ძალიან მკაფიოდ დაარქვა თავისი სახელი, რომ სანქციები უკვე მიღებულია კონკრეტულად მათ მიმართ, ვინც არიან სიაში.

იყო პერიოდი, როდესაც ინტენსიურად უტევდნენ საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს. არ მგონია, მათ არ იცოდნენ, რომ როდესაც ელჩზე საუბრობენ, თუნდაც ყოფილზე, ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ ამ სახელმწიფოს მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას. კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა კელი დეგნანი ორჯერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების პერსონალური დასანქცირება იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოსთან, როგორც ქვეყანასთან, არც ამერიკა და არც ევროკავშირი სერიოზული ტიპის თანამშრომლობას არ განაგრძობს.

„ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ აქ ელჩები საკუთარ განწყობებს იმპროვიზირებენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ძალიან მონდომებულია, საქართველო ისევ იყოს ევროკავშირის გზაზე, გულდაწყვეტილი ამბობდა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაყინულია.

„ოცნების“ ლიდერების პერსონალური დასანქცირება იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოსთან, როგორც ქვეყანასთან, არც ამერიკა და არც ევროკავშირი სერიოზული ტიპის თანამშრომლობას აღარ განაგრძობს, ვიდრე არ იქნება ცვლილება და ვიდრე ეს კეთროვანი ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები წინ ვერ წავა, ამ უკუსვლას ბევრ რამეში დავინახავთ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო