რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ავტოსადგურისა და საქვაბის შენობები დაზიანდა, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

„21 ივნისის ღამეს, რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად, დაფიქსირდა კრასნოდარში მდებარე ავტოსადგურის შენობისა და საქვაბე ოთახის დაზიანება. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა“, - აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.

მანამდე, ოპერატიული შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით მასიური თავდასხმა სამ რაიონზე : ტემრიუკზე, იეისკსა და სევერსკიზე მოხდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება