ვლადიმერ პუტინი - სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დიდი შეცდომა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს.

„რაც შეეხება უკრაინის ომის ზონისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მოეწონოს ", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სეულს არაფერი აქვს სანერვიულო, როდესაც საქმე მოსკოვსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმებას ეხება.

„სამხრეთ კორეას, კორეის რესპუბლიკას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ჩვენს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით ჩვენი მხრიდან სამხედრო დახმარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრესია განხორციელდება ერთ-ერთი ხელმომწერის წინააღმდეგ. რამდენადაც მე ვიცი, კორეის რესპუბლიკა არ გეგმავს აგრესიას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად სამხრეთ კორეა განიხილავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება