საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 ივნისის 06:00-დან 25 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალი სამგორი, პატარა გამარჯვება და ფოლადაანთკარი.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 504.5 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 24 ივნისის 06:00-დან 25 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ნასა +“-ისა და შპს „ახალი სამგორის“ გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალი სამგორი, პატარა გამარჯვება და ფოლადაანთკარი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება