ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Peopl.Pr” ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დეგუსტაციაზე 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.

„ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც გაიმართება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

პოლონეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას.

2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,6 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება