GCCA და შპს „ელსივაიკიკი გეს“ შორის პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ შპს „ელსივაიკიკი გესთნ“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები.

„GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - მაისის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 17 512 ლარი, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე - 55 შეთანხმება გაფორმდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო