ლაშა ფარულავა - როცა დემოკრატიას ძირს უთხრი, არღვევ ადამიანის უფლებებს, ახორციელებ რეპრესიებს, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები

როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, არღვევ ადამიანის უფლებებს, თავს ესხმი დემოკრატიულ ძალებს, ახორციელებ რეპრესიებს, სავიზო სანქციების გარდა, ამას მოჰყვება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომელიც ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სანქციები იქნება „დამანგრეველი ძალის“, რომელშიც მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოჰყვება.

„როდესაც დემოკრატიას ძირს უთხრი, არღვევ ადამიანის უფლებებს, თავს ესხმი დემოკრატიულ ძალებს, ახორციელებ რეპრესიებს, ცხადია, ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები არ გულისხმობს მხოლოდ სავიზო სანქციებს, მათ შორის იქნება ინდივიდუალური ფინანსური სანქციები და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ჯინ შაჰინმა. ეს სანქციები არ იქნება მხოლოდ მსუსხავი ეფექტის, ეს იქნება დამანგრეველი ძალის და ამ ნანგრევებში მოჰყვება მთლიანად „ქართული ოცნება.“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო